ცხვირი აქვს გატეხილი, აქვს სისხლჩაქცევები, აღენიშნება სასტიკი ანგარიშსწორების კვალი - გუკა რჩეულიშვილის ადვოკატი
პარლამენტთან დაკავებული რეჟისორი გუკა რჩეულიშვილი სამართალდამცავებმა სცემეს. ის ადვოკატმა მოინახულა. ბექა ბასილაიას თქმით, რჩეულიშვილს დაზიანებები სახის და თავის არეში აქვს მიყენებული, გატეხილი აქვს ცხვირი და აქვს სისხლჩაქცევები.
რჩეულიშვილს ვიცავ, ზაჰესის იზოლატორშია გადაყვანილი. მას ხილულად აღენიშნება სასტიკი ანგარიშსწორების კვალი - სავარაუდოდ, ცხვირი აქვს გატეხილი, აქვს სისხლჩაქცევები. ეს არის დავალებით მოქმედება, ეს ა რის კრიმინალი ბანდიტი შემსრულებლის თვითშემოქმედება, ეს არის პირდაპირი დავალება, რომ ადამიანებს, ვისაც შეითრევენ, გაუსწორდნენ სასტიკად, რომ ეს იყოს საჩვენებელი. წინა რიგების ფუნქციაა, რომ შეითრიონ ადამიანი, შემდგომი რიგების ფუნქციაა, რომ სასტიკად გაუსწოდნენ. ამას სისტემური სახე აქვს ბოლო დღეების მანძილზე,“ - ამბობს ბექა ბასილაია.