"მოვუწოდებთ მთავრობას, გამოიძიოს სათანადოდ ყველა ძალადობა" - სტანო ძალადობასა და მოსალოდნელ სანქციებზე

13.05.24 15:46
"მოვუწოდებთ მთავრობას, გამოიძიოს სათანადოდ ყველა ძალადობა" - სტანო ძალადობასა და მოსალოდნელ სანქციებზე

"ვხედავთ სასტიკ მეთოდებს გუშინდელი ღამიდან მოყოლებული. ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას დაიცვას მოქალაქეების უფლება გამოხატონ პროტესტი და გამოიძიოს სათანადოდ ყველა ძალადობა," - ამ განცხადებას ევროკომისიის პრესსპიკერი პიტერ სტანო აკეთებს.

სტანო კიდევ ერთხელ გმობს ძალადობას მოქალაქეების წინააღმდეგ და ხელისუფლებას გამოძიებისკენ მოუწოდებს.

სტანოს თქმით, ხელისუფლებამ მოსახლეობის სურვილს უნდა მოუსმინოს. 

რაც შეეხება მოსალოდნელ სანქციებს, სტანო ამბობს, რომ "ჩვენ არ ვართ აქ, ჯერჯერობით". მისივე თქმით, ჯერ კიდევ არის შესაძლებლობა, რომ ხელისუფლებამ დაიწყოს იმ ვალდებულებების შესრულება, რაც სტატუსის მიღების შემდეგ იკისრა.

რასაც საქართველოში ვხედავთ, ეს არის საზოგადოების უმრავლესობის ძალიან შთამბეჭდავი ერთგულება და სურვილი, იბრძოლონ ევროპული მომავლისთვის. ჩვენ ველოდებით, რომ საქართველოს მთავრობა ამ ხალხის ნებას სარკესავით ასახავს გადაწყვეტილებებში. ჩვენ ვგმობთ და შეშფოთებულები ვართ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობის გამო, ასევე პოლიტიკოსების და ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის გამო. ჩვენ ასევე ვხედავთ სასტიკ მეთოდებს გუშინდელი ღამიდან მოყოლებული. ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას დაიცვას მოქალაქეების უფლება გამოხატონ პროტესტი და გამოიძიოს სათანადოდ ყველა ძალადობა. 

ევროკავშირის მოქმედებას რაც შეეხება, ეს არის არა მხოლოდ უმაღლესი წარმომადგენლის სურვილზე დამოკიდებული, არამედ ევროკავშირის წევრი ქვეყნების სურვილზე, რომლებიც ძალიან ყურადღებით აკვირდებიან მოვლენებს. მათ ამ დრომდე ბევრჯერ მკაფიოდ და ხმამაღლა გამოხატეს საკუთარი პოზიცია ამ სიტუაციის შესახებ და განსაკუთრებით კანონის შესახებ.

სანქციები არ არის ის, რასაც უმაღლესი წარმომადგენელი წყვეტს. ეს გადაწყვეტილება მიიღება წევრი ქვეყნების მიერ მაშინ, როცა ისინი შეთანხმდებიან, რომ სხვა გზა უბრალოდ აღარ რჩება. ჩვენ არ ვართ აქ, ჯერჯერობით. საქართველო კანდიდატი ქვეყანაა, თუმცა ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მთავრობას, დაუბრუნდეს ევროპულ გზას და შეასრულოს ვალდებულებები, რაც ნებაყოფლობით აიღო სტატუსის შემდეგ", - ამბობს სტანო.

მსგავსი სიახლეები