"მუშტებით სცემეს, გატეხილი აქვს თავი", "აქვთ დაზიანებები სახის და თავის არეში" - რას ჰყვებიან ადვოკატები

13.05.24 15:24
"მუშტებით სცემეს, გატეხილი აქვს თავი", "აქვთ დაზიანებები სახის და თავის არეში" - რას ჰყვებიან ადვოკატები

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დღეს დილით დაკავებული მომიტინგეების ადვოკატები სამართალდამცავების მხრიდან სასტიკ ანგარიშსწორებაზე საუბრობენ. იზოლატორიდან გამოსული უფლებადამცველები ამბობენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფებს სხვადასხვა დაზიანება აღენიშნებათ და მათ უმრავლესობას სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებათ.

როგორც ადვოკატები ამბობენ, სამართალდამცავებმა დაკავების დროს აქციის მონაწილეებზე იძალადეს. 

ნიშანდობლივია, რომ გიორგი მენთეშაშვილი არის ის პირი, ვინც შარშან ორ მარტს ასევე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს და სააპელაციო სასამართლომ გაამართლა. ეს საქმე უკვე გაგზავნილია ადამიანის უფლებების სასამართლოში.
მუშტებით მიაყენეს თავზე ის ძალადობა, რაც აღენიშნება - რამდენიმე ადგილზე, ზედაპირულად, რაც აღქმადი იყო, გატეხილი აქვს თავი და სისხლის კვალიც აღენიშნება სხეულზე,“ - ამბობს ადვოკატი.

შევხვდი უკვე ორ დაკავებულს და ორივე არის ფიზიკური დაზიანების მსხვერპლი, ორივეს აქვს დაზიანებები, ერთი დაკავებული გადაყავთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებით და სჭირდება მას სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა. დაკავებულებს აღენიშნება დაზიანებები, აქვთ ტკივილები სხეულის სხვადასხვა არეში, ძირითადად, სახის და თავის არეში,“ - ამბობს ადვოკატი.