"დაახლოებით, 10 სპეცრაზმელი, ერთმანეთს ენაცვლებოდნენ და ურტყამდნენ" - რას ჰყვებიან დაკავებულების ოჯახის წევრები
დიღმის სამმართველოსთან პარლამენტთან დღეს დილით გამართულ აქციაზე დაკავებულების ოჯახის წევრები იკრიბებიან.
როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, დაკავებულები სასტიკად არიან ნაცემები. თუმცა, დაკავებულების ახლობლები საპროტესტო აქციებზე მაინც გეგმავენ გასვლას და ამბობენ, რომ დაშინების მცდელობა მოქალაქეებზე არ მოქმედებს.
წყალტუბოდან საგანგებოდ ამ აქციისთვის ჩამოვიდა, სცემეს და ცემით მოხდა მისი დაკავება. დაახლოებით, 10 სპეცრაზმელი, ერთმანეთს ენაცვლებოდნენ და თავში ურტყამდნენ, დაშინების მიზნით - ეს ხდება იმიტომ, რომ დაშინდეს სხვა, ბიძინა ივანიშვილს მივმართავ, რომ ვერ დააშინებ ვერცერთ ქართველს. რამდენსაც სცემ და დააკავებ, 10 იმდენი გაჩნდება რუსთაველზე,“ - ამბობს ერთ-ერთი დაკავებულის ახლობელი.
ვამაყობ, როგორც დედა, ნამდვილად არ მეშინია, მითხრა, რომ ნაცემები არიან, მაგრამ კარგად არიან. მეღიმება, ალბათ, იმიტომ, რომ სასაცილოა, ყველაფერი და ძალიან ძლიერი შვილი მყავს, და არა მარტო ჩემი შვილი - თითოეული მათგანი, ვინც იქ დგას. მინდა ვთხოვო, რომ უკან არ დაიხიონ - არ ა რუსულ კანონს. არც ის, რომ გომელაურის თქმით, 4 წელს მისცემს პატიმრობას, არავის არაფრის არ ეშინია,“ - ამბობს აქციაზე დაკავებულის მშობელი.