"ერთი საგნის ჩაუბარებლობაც გიტოვებთ სემესტრს" - ვრცელდება ლექტორის მუქარის შემცველი წერილი

13.05.24 16:52
"ერთი საგნის ჩაუბარებლობაც გიტოვებთ სემესტრს" - ვრცელდება ლექტორის მუქარის შემცველი წერილი

"ჩვენ ვმუშაობთ, დღესაც ჩატარდა ლექციები. ერთი საგნის ჩაუბარებლობაც გიტოვებთ სემესტრს მაინც რომ იცოდეთ ჩემიდანაც," - სოციალურ ქსელში ლექტორის სტუდენტებთან მიმოწერა ვრცელდება. როგორც სოციალურ მედიაში წერენ, ლექტორი სტუდენტებს ანტირუსულ აქციებში მონაწილეობის გამო, ემუქრება სემესტრის ჩატოვებით, რადგან ის "არას" სტუდენტების გაფიცვის მიუხედავად მაინც წერს. 

ნატო ხუნაშვილი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ლექტორია.

ნება თქვენია. ჩვენ ვმუშაობთ. დღესაც ჩატარდა ლექციებიც და პრაქტიკული მეცადინეობებიც ჩვენს დეპარტამენტში. მე ვწერ არებს. თქვენ როგორც გინდათ ისე მოიქეცით. ერთი საგნის ჩაუბარებლობაც გიტოვებთ სემესტრს მაინც რომ იცოდეთ ჩემიდანაც.

პატივისცემით, 

ნატო ხუნაშვილი," - წერს ლექტორი.

მსგავსი სიახლეები