არამარტო მიწაზე დააგდეს და არასათანადო მოპყრობა განახორციელეს, არამედ ხელებით და ფეხებით ურტყამდნენ - ადვოკატი
"ერთ-ერთი დაკავებული განგვიმარტავს, რომ არამარტო მიწაზე დააგდეს და არასათანადო მოპყრობა განახორციელეს, არამედ ხელებით და ფეხებით ურტყამდნენ, რაც შეეძლოთ," - ამის შესახებ ადვოკატი ნესტან ლონდარიძე საუბრობს.
მას შემდეგ, რაც ლონდარიძემ ანტირუსულ აქციაზე დაკავებულები მოინახულა, ამბობს, რომ ერთ-ერთ დაკავებულს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება, რომელიც სამართალდამცავებმა მიაყენეს.
ორი დაკავებული ვინახულე, ერთ-ერთ მათგანს აღენიშნება დაზიანებები - ნაკაწრები აქვს სახეზე, ხელებსა და ფეხებზე. როგორც დაკავებული განგვიმარტავს, ის არამარტო მიწაზე დააგდეს და არასათანადო მოპყრობა განახორციელეს, არამედ ხელებით და ფეხებით ურტყამდნენ, რაც შეეძლოთ.
ამ პირს არ განუხორციელებია აგრესია, არც დაკავებისთვის არ შეულია ხელი - სრულიად მშვიდობიანი აქციის დროს გაიგონა ხმა, რომ ეს დააკავეთ - ამის შემდეგ დაესხა თავს, დაახლოებით, 10-მდე პირი, დააგდეს.
ახორციელებდნენ ვიდეო გადაღებას, შეაწყვეტინეს, იყო ასეთი ეპიზოდი, წაუშალეს ეს ვიდეოები,“ - ამბობს ნესტან ლონდარიძე.