თვითონაც ვერ გაერკვა, ისე უცებ მოხდა მისი დაკავება - რას უყვება ადვოკატს აქციაზე დაკავებული ამერიკის მოქალაქე

13.05.24 17:39
თვითონაც ვერ გაერკვა, ისე უცებ მოხდა მისი დაკავება - რას უყვება ადვოკატს აქციაზე დაკავებული ამერიკის მოქალაქე

"თვითონაც ვერ გაერკვა, ისე უცებ მოხდა ამ არეულობაში მისი დაკავება, უხსნიდა, რომ ის არ იყო საქართველოს მოქალაქე," - ამის შესახებ ადვოკატი საუბრობს. პარლამენტთან აქციაზე ამერიკის ორი მოქალაქეა დაკავებული. 

ერთ-ერთი პატრიკ ჰერნანდესია, რომელსაც ადვოკატი ესაუბრა. ამერიკის მოქალაქე ამბობს, რომ უხსნიდა სამართალდამცავებს, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქე იყო, მას სამართალდარღვევა არ ჩაუდენია, თუმცა დააკავეს.

ვიცავ სამ პიროვნებას. ერთ-ერთია ამერიკის მოქალაქე. დაზიანებები ეტყობა მხოლოდ ერთს გამოკვეთილად, გადაყვანილი იქნება კლინიკაში, ახლა იყო პროცედურები, საკმაოდ სერიოზული ხასიათის დაზიანებები ეტყობა. თვითონაც ვერ გაერკვა ისე უცებ მოხდა ამ არეულობაში მისი დაკავებას, უხსნიდა, რომ ის არ იყო საქართველოს მოქალაქე, მაგრამ მაინც მოხდა მისი დაკავება,“ - ამბობს ადვოკატი.

დღეს პარლამენტთან აქციაზე 20 პირია დაკავებული. ადვოკატები, ვინც მათი დაცვის ქვეშ მყოფები მოინახულეს, ამბობენ, რომ მომიტინგეებს დაკავების დროს სამართალდამცავები უსწორდებოდნენ.

"პირველების" კამერამ არაერთი შემთხვევა დააფიქსირა, როდესაც სამართალდამცავები დემონსტრანტებს უსწორდებიან.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სამართალდამცავები, რომლებიც აგრესიით გამოირჩევიან, სპეცრაზმელები არიან და ისინი უსწორდებიან სასტიკად დემონსტრანტებს.

პოლიცია აქციის მონაწილეებს და ჟურნალისტებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს და აგინებს
სპეცერაზმი ძირსდაგდებულ მოქალაქეებს გამეტებით, ჯგუფურად ურტყამს - უძიმესი ვიდეო
ხელებშეკრული ადამიანები პარლამენტის უკანა შესასვლელთან - დაკავებები გრძელდება
პარლამენტთან სამართალდამცველებმა წიწაკის სპრეი გაუშვეს
"ერთ კაცს 9 სპეცრაზმელი ურტყამს" - ჭიჭინაძის და ჟვანიას ქუჩების კვეთაზე ვითარება პერიოდულად იძაბება
შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს - გომელაურის უწყების ცნობით, რუსთაველის გამზირზე ამ დროისთვის სამართალდამცველებმა 20 ადამიანი დააკავეს.

 

მსგავსი სიახლეები