"მისთვის სასურველ დროსა და ადგილას შეხვედრას ვითხოვთ" - სტარტაპერების მიმართვა დეპუტატ მარიამ ლაშხს

13.05.24 17:47
"მისთვის სასურველ დროსა და ადგილას შეხვედრას ვითხოვთ" - სტარტაპერების მიმართვა დეპუტატ მარიამ ლაშხს

"მისთვის სასურველ დროსა და ადგილას მასთან შეხვედრას ვითხოვთ" - სტარტაპერები რუსულ კანონთან დაკავშირებით "ოცნების" დეპუტატ, მარიამ ლაშხთან შეხვედრას ითხოვენ. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.

სტარტაპერებს სურთ, კანონპროექტი და საქართველოს სტარტაპ-ეკოსისტემაზე მისი უარყოფითი გავლენა ღია დისკუსიის ფორმატში განიხილონ. 

პარლამენტარი მარიამ ლაშხი საქართველოს სტარტაპ-ეკოსისტემას წლების განმავლობაში ჩვენთან ერთად აშენებდა და პარლამენტში ის ქართულ ტექნოლოგიურ ეკოსისტემას “წარმოადგენს”. მარიამ ლაშხის პოზიცია ჩვენთვის გაუგებარია, რის გამოც, მიმდინარე კვირაში, მისთვის სასურველ დროსა და ადგილას მასთან შეხვედრას ვითხოვთ, რათა საკუთარ პოზიციასთან დაკავშირებით პასუხი გაგვცეს და განგვიმარტოს, თუ რატომ არ დააზიანებს ეს კანონი და მიმდინარე პროცესები ქვეყანას და მათ შორის, ქართულ სტარტაპ და ტექნოლოგიურ ეკოსისტემას", - აცხადებენ სტარტაპერები.

მსგავსი სიახლეები