"ნაზავია შიშის და გამოგონილი საფრთხეების" - ჩუგოშვილი "იმედის" ინფორმაციაზე
„ეს არის ნაზავი შიშის და გამოგონილი საფრთხეების, რომელიც თვითონვე მოიგონეს და თვითონვე ებრძვიან,“ - ასე აფასებს თამარ ჩუგოშვილი „იმედის“ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ჯიმ ო’ბრაიენს ივანიშვილთან სანქციების კონკრეტული პაკეტი ჩამოაქვს.
უფრო მგონია, არეულობა - თითქოს მიიღეს გადაწყვეტილება რაღაც ინფორმაციის გავრცელების, გზაში უცებ გადაიფიქრეს და სანამ გადაიფიქრეს, გაასწრო ეთერში ამ ინფორმაციამ. დაზუსტებით თქმა ძალიან ძნელია.
ყოველსაათობრივად რაღაცები იცვლება - როცა ეს პროცესი დაიწყეს, დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ დიდ წინააღმდეგობას არ ელოდნენ... აღმოჩნდნენ, ბევრად უარესი ვითარების წინაშე, ვიდრე შარშან იყო. რაც ახლა ხდება - უკვე მათი მხარდამჭერები ეუბნებიან,“ - ამბობს ჩუგოშვილი.
ბიძინა ივანიშვილი მიმართავს გუნდის წევრებს, გაითვალისწინონ მისი თხოვნა და გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით პოზიციები შერბილდეს - ამის შესახებ ინფორმაციას "იმედი" ავრცელებს.
ამ ინფორმაციით დაიწყო "იმედმა" 17:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვება. "იმედის" ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო'ბრაიენი, რომელიც დღის ბოლოს თბილისში იქნება, გეგმავს ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას.