შშმ პირები ევროპისთვის - რა სათქმელი აქვთ აქციის მონაწილეებს

13.05.24 18:48
შშმ პირები ევროპისთვის - რა სათქმელი აქვთ აქციის მონაწილეებს

შშმ პირები ევროპისთვის - რუსთაველის მეტროსთან შშმ პირები იკრიბებიან. საპროტესტო აქციის მონაწილეები რუსული კანონის დამტკიცების მცდელობას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები საუბრობენ იმ სიკეთეებზე, რასაც შშმ პირთა თემი იღებს პარტნიორებისგან და თუ ეს კანონპროექტი დამტკიცდება, მაშინ ისინი დაკარგავენ შესაძლებლობას სხვადასხვა პროგრამაში მონაწილეობის. 

როდესაც გვესმის უცხოელი პარტნიორებისგან განცხადებები, რომ თუ ეს კანონი იქნება დამტკიცებული და ისინი დატოვებენ ჩვენს ქვეყანას, ფაქტობრივად, ეს უკვე ძალიან დიდი საფრთხეა შშმ პირთა თემისთვის, იმ თვალსაზრისით, რომ თუ აქამდე რაიმე სერვისი გაკეთებულა სახელმწიფოში შშმ პირებისთვის, ყველაფერი მათი და თემის წევრების ძალისხმევით მომხდარა, შესაბამისად, თუ ეს ყველაფერი გაქრება, გამოდის, რომ ჩვენ საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავქრებით, აღარ იქნება ჩართულობა, მონაწილეობა. ფაქტობრივად, შეიძლება ვთქვათ, რომ ამ კუთხით უკვე დაწყებულია იმ თვალსაზრისი, რომ საკომიტეტო მოსმენებში ჩვენი ჩართვა არ ისურვეს, რამდენჯერმე დაგვამუნათეს, რომ ჩვენ არ გვეხება, რეალურად გვეხება, პირდაპირ გაგვრიყეს,“ - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე. 
 

მსგავსი სიახლეები