67 წამში დამტკიცებული რუსული კანონი - "ოცნებამ" ყველა დროის რეკორდი მოხსნა
67 წამში დამტკიცებული რუსული კანონი - "ქართულმა ოცნებამ" ყველა დროის რეკორდი მოხსნა. სპეცრაზმის ალყაში მოქცეულ პარლამენტში ივანიშვილის დეპუტატები იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ჩაიკეტნენ, სხვა არავინ შეუშვეს და გადაწყვეტილება თითქმის ერთ წუთში მიიღეს. ისე ეჩაქარებოდათ, რომ ოხანაშვილი არავის დაელოდა, არც მედიას, არც ოპოზიციას და არც საკუთარ თანაგუნდელებს. ვინც შესვლა მოასწრო, სამაგიეროდ გონზე მოსვლა ვერ მოასწრო, ისე დაამტკიცა "ოცნებამ" კანონი.
როგორ ჩუმად და სწრაფადაც მივიდნენ, ასეთივე ტემპით გაიქცნენ პარლამენტიდან. კანონის დამტკიცების შემდეგ შენობიდან გაძევების სპეცოპერაცია დაიწყო. შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილებით, დილის 11:00 საათზე, როცა რუსული გეგმა უკვე შესრულებული იყო, შენობა ჟურნალისტებს და ოპოზიციას დაატოვებინეს. თუმცა, ყველაფერი ამით არ სრულდება, წინ ერთი და საბოლოო კენჭისყრა დარჩა.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.