თუ იქნება რუსული კანონი, არ იქნება EU-თან მოლაპარაკებები - ევროპელი პოლიტიკოსების გაფრთხილება "ოცნებას"

13.05.24 20:54
თუ იქნება რუსული კანონი, არ იქნება EU-თან მოლაპარაკებები - ევროპელი პოლიტიკოსების გაფრთხილება "ოცნებას"

 

 

იქნება რუსული კანონი და არ იქნება ევროკავშირთან გაწევრიანებზე მოლაპარაკებები - თბილისში საგანგებოდ ჩამოსული ევროპელი პოლიტიკოსები "ოცნებას" სათქმელს უკვე პირდაპირ და მკაფიოდ ეუბნებიან. გავლენიანი მაღალჩინოსნები გაოგნებას ვერ მალავენ, როცა ხედავენ, თუ როგორ გადაუხვია ივანიშვილის გუნდმა ქვეყნის კურსს, ამიტომ საგანგებო მისიით ჩამოსული ევროპელი ლიდერები მოქმედებაზე  გადადიან.  

განგაშის სიგნალი ჩართო ევროკავშირის 12 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმაც. დიპლომატები "ქართული ოცნების" რუსული კანონის გამო ევროკავშირის ხელმძღვანელობას მოუწოდებენ, გამოიყენონ რაც შეიძლება მკაცრი ზომები. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ევროპარლამენტარებისგანნ მიიღო წერილი, სადაც ბორელს ეკითხებიან, იქნება თუ არა სანქციები, გაიხსნება თუ არა მოლაპარაკება და აპირებს თუ არა ევროკავშირი, კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველოდან ელჩის გაწვევას.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები