პრაქტიკულად ყველა დაკავებული პოლიციის მხრიდან ძალადობაზე მიუთითებს და დაზიანებებიც აღენიშნებათ - ომბუდსმენი

13.05.24 19:50
პრაქტიკულად ყველა დაკავებული პოლიციის მხრიდან ძალადობაზე მიუთითებს და დაზიანებებიც აღენიშნებათ - ომბუდსმენი

სახალხო დამცველის რწმუნებულებმა 13 მაისს პარლამენტთან ადმინისტრაციული წესით დაკავებული 23 პირი მოინახულეს. ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

ირკვევა, რომ პრაქტიკულად ყველა მათგანი პოლიციის მხრიდან ძალადობაზე მიუთითებს და დაზიანებებიც აღენიშნებათ.

კერძოდ, 23-დან 22 დაკავებული პოლიციის მხრიდან განხორციელებულ არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს, მათგან 16 კი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მხრიდან გამოძიების ჩატარებას ითხოვს.

სახალხო დამცველის აპარატი მოახდენს გამოძიების მიმდინარეობის მონიტორინგს, გააგრძელებს დაკავებულთა მონახულებასა და საზოგადოების ინფორმირებას," - წერია განცხადებაში.

დღეს განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სადაც წერია, რომ დღევანდელ აქციაზე დაკავებულია 20 პირი, მათგან სამი უცხოელია. 

მსგავსი სიახლეები