პრემიერი: ხვალ პარლამენტი მესამე მოსმენით მიიღებს კანონს

13.05.24 20:17
პრემიერი: ხვალ პარლამენტი მესამე მოსმენით მიიღებს კანონს

„ხვალ საქართველოს პარლამენტი იმოქმედებს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის რაციონალური ნების შესაბამისად და მესამე მოსმენით მიიღებს კანონს, რომელიც გარედან თავსმოხვეული ე.წ. პოლარიზაციის დასრულებაში უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს,“ - ეს განცხადება პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გააკეთა.

პრესკონფერენციაზე პრემიერი ამტკიცებს, რომ კანონპროექტს "ოცნება" ხვალ დაამტკიცებს. პრემიერს ისევ იერიში მიაქვს პარტნიორებზე და ამბობს, რომ "არ შეიძლება ქვეყანა მუდმივად ცდილობდეს გარედან თავსმოხვეული და უცხოური წყაროებიდან დაფინანსებული ე.წ. პოლარიზაციისა და რადიკალიზმის წესრიგში".

ქართული საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც პოლიტიკური უმცირესობის დღის წესრიგს მიყვება, მინდა შევახსენო, რომ წაუკითხავი კანონის გაპროტესტება არის უპასუხისმგებლობა ქვეყნის და საზოგადოების წინაშე.
ამასთან, არანაკლებ დიდი უპასუხისმგებლობაა იმის თქმა, რომ საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო ინტერესებისთვის მნიშვნელოვანი კანონიც არ უნდა მიიღოს, თუ ამას გარედან აგვიკრძალავენ...
არ შეიძლება ქვეყანა მუდმივად ცდილობდეს გარედან თავსმოხვეული და უცხოური წყაროებიდან დაფინანსებული ე.წ. პოლარიზაციისა და რადიკალიზმის წესრიგში," - ამბობს კობახიძე.

მსგავსი სიახლეები