შოკისმომგვრელი კადრები - სპეცრაზმმა მომიტინგეები ძირს დაყარა და სცემა, ერთი აშშ-ის მოქალაქეა
სოციალურ ქსელში ვრცელდება უმძიმესი კადრები, რომელიც სპეცრაზმელების მიერ აქციის მონაწილეების ცემას ასახვას.
ვრცელდება ფოტო, სადაც ჩანს, როგორ დაყარეს პარლამენტთან მიწაზე სპეცრაზმელებმა დაკავებული მომიტინგეები.
კადრებში ჩანს, რომ სპეცრაზმელების მიერ დაკავებულთა შორის არის უცხოეთის მოქალაქეც და ჩანს კახა კვეკვესკირი.
ამერიკის მოქალაქე სპეცრაზმმა სასტიკად სცემა - ჩანს, რომ ამერიკის მოქალაქეს სახე დასისხლიანებული აქვს.