ეს კანონპროექტი ძირს უთხრის საქართველოს EU-ის კანდიდატურას - USAID-ის ხელმძღვანელი

13.05.24 21:41
ეს კანონპროექტი ძირს უთხრის საქართველოს EU-ის კანდიდატურას - USAID-ის ხელმძღვანელი

"ეს კანონპროექტი ჩაახშობს სამოქალაქო საზოგადოებას და დამოუკიდებელ მედიას, რაც ძირს უთხრის საქართველოს EU-ის კანდიდატურას," - ამის შესახებ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID-ის ხელმძღვანელი სამანტა პაუერი X-ზე წერს.

პაუერი ამ სიტყვებით თეთრი სახლის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანის პოსტს პასუხობს.

საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეები ატარებენ საქართველოსა და EU-ის დროშებს, რაც გამოხატავს მათ იმედებს ევროპასთან ინტეგრირებულ აყვავებულ და დემოკრატიულ მომავალზე. ეს კანონპროექტი ჩაახშობს სამოქალაქო საზოგადოებას და დამოუკიდებელ მედიას, რაც ძირს უთხრის საქართველოს EU-ის კანდიდატურას," - წერს პაუერი. 

მსგავსი სიახლეები