არა რუსულ კანონს - საპროტესტო აქცია ხვალ 10:00 საათზე გაიმართება
არა რუსულ კანონს - საპროტესტო აქცია ხვალ 10:00 საათზე გაიმართება. მომიტინგეები საპროტესტო რუსული კანონის მესამე მოსმენით დამტკიცებამდე დაიწყებენ.
რუსულ კანონს "ქართული ოცნება" დასამტკიცებლად სასესიო სხდომაზე 12:00 საათზე გაიტანს.
მეგობრებო მინდა კიდევ ერთხელ გავაგონოთ ჩვენი ხმა, თავისუფლებისთვის მებრძოლებს, დაკავებულებს გავაგონოთ ჩვენი ხმა. კიდევ ერთხელ უფრო ხმამაღლა... მადლობა. მინდა მოგიწოდოთ ყველას და განსაკუთრებით სტუდენტებს, ყველა უნივერსიტეტის წარმომადგენელს ხვალ არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ასე, რომ მინდა გთხოვოთ, მოგიწოდოთ ყველა უნივერსიტეტიდან მსვლელობით დავიძრათ, დილით 10 საათზე პარლამენტთან, აბსოლუტურად ყველა უნივერსიტეტიდან და გავნაწილდეთ პარლამენტის გარშემო. მე მგონი, ამ ხელისუფლებისთვის სათქმელი მხოლოდ ერთადერთი რამე დაგვრჩა - ზღაპრის ბოლო კეთილია," - ამბობს აქციის მონაწილე.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე "ოცნებამ" რუსული კანონს მხარი 67 წამში დაუჭირა.