მრავლობითი დაჟეჟილობები, აღენიშნებათ სიწითლეები - პარლამენტთან დაკავებულებს შორის 4 "გირჩი მეტი თავისუფლების" მხარდამჭერია

13.05.24 22:04
მრავლობითი დაჟეჟილობები, აღენიშნებათ სიწითლეები - პარლამენტთან დაკავებულებს შორის 4 "გირჩი მეტი თავისუფლების" მხარდამჭერია

პარლამენტთან დაკავებულებს შორის 4 "გირჩი მეტი თავისუფლების" მხარდამჭერია - პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ოთხივე მათგანს გაუსწორდნენ ფიზიკურად.

დაკავებულები არიან - გიორგი კემულარია, მისი ძმა – ლაშა კემულარია, რევი ყურაშვილი და ზურა ხომერიკი.

ადვოკატის თქმით, გიორგი კემულარიას „თავზე აქვს სისხლნაჟღენთი, ნეკნები აქვს დაჟეჟილი და სუნთქვის დროს სტკივა, ეტყობა გარე დაზიანებებიც”.

„ე.წ. „სამართალდამცველებთან’’ საუბრის დროს ახსენა, რომ იყო “გირჩი – მეტი თავისუფლების წევრი” და ხალხი ამ ძალადობას არ შეარჩენდა, რის შემდეგაც გაცილებით აგრესიულად ექცეოდნენ და დამატებით სცემეს”, - აცხადებს პარტია.

ლაშა კემულარიას სახეზე აღენიშნება სიწითლეები და მრავლობითი დაზიანებები ტანის არეში.

ზურა ხომერიკის კადრები ვრცელდება, სადაც ნათლად ჩანს, ნიღბიანი სამი ადამიანი როგორ სცემს დაკავების შემდეგ, კორდონს მიღმა.

რევი ყურაშვილს თითის ანაბეჭდით იძულებით, მისი ნების საწინააღმდეგოდ გაახსნევინეს კუთვნილი მობილური ტელეფონი.

ადვოკატის თქმით, ნიღბიანების ჯგროს მიერ ჩარტყმებისა და ფიზიკური ძალადობის წრე ყველა დაკავებულმა გამოიარა” - წერს პარტია.

ფოტო: რადიო თავისუფლება

მსგავსი სიახლეები