კალაძე შეშინებულია, ეს ეტყობა - ნიკა გვარამია
სანქციების შიში "ქართულ ოცნებაში" - პარტია "ახალის" თანათავმჯდომარე "ტვ პირველის" ეთერში "ქართული ოცნების" ლიდერების სანქციებზე საუბრობს.
"გამიხარდება თუ კახი კალაძეს გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე"- ამბობს გვარამია.
მისივე თქმით, "კახი კალაძე შეშინებულია".
"ბევრი მიზეზია ამის, ნუ ჰქონია, რომ არ ვიცით. ის შეშინებულია და ეს მას ეტყობა. მე გამიხარდება, რომ ის სტადიონზე ვერ მოხვდეს. როცა ჩვენი შვილები აქ დგანან, კალაძე და მისნაირები ყველაფერს აკეთებენ, რომ მათ ვერ ისწავლონ დასავლეთში, ვერ მიიღონ ყველა ის სიკეთე, რასაც დასავლეთი სთავაზობს ქართველებს. ამ ფიონზე, კალაძის ოჯახის წევრები, თვითონ კალაძე, რომ შოპინგის ფოტოებს პოსტავს, დალაქთან დაფრინავს მილანში, ბიზნეს აკეთებს და დასავლეთის ყველა სიკეთეს იღებს, მერე ამ გაკეთებულ ფულს აქცევს პრორუსულ პროპაგანდად, დასავლეთს აგინებს ამაში სამართლიანობა სად არის?!"- თქვა მან.