საქართველოს მთავრობა გადადის ევროატლანტიკური გზიდან - ჯონ ბასი
საქართველოს მთავრობა გადადის ევროატლანტიკური გზიდან - ასე ეხმაურება აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში და სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი პოლიტიკურ საკითხებში, ჯონ ბასი, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.
ბასი "ოცნებას" მოუწოდებს გამოიძიოს მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობისა და შევიწროების ყველა შემთხვევა.
"საქართველოს მთავრობა გადადის ევროატლანტიკური გზიდან, რომელიც ქართველ სურს. მოვუწოდებ "ქართულ ოცნებას," იმუშავოს დიდი ხნის პარტნიორებთან, მხარი დაუჭიროს ხალხის მისწრაფებებს. მოვუწოდებ ხელისუფლებას, გამოიძიოს ყველა შემთხვევა მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობისა და შევიწროების. აშშ ყოველთვის იქნება ქართველი ხალხის გვერდით," - წერს ჯონ ბასი X-ზე.