პარლამენტი პროტესტის ეპიცენტრია - "ოცნება" რუსული კანონის დასამტკიცებლად ემზადება

14.05.24 11:18
პარლამენტი პროტესტის ეპიცენტრია - "ოცნება" რუსული კანონის დასამტკიცებლად ემზადება

პარლამენტი პროტესტის ეპიცენტრია. "ოცნების" რუსულმა სპეცოპერაციამ შედეგი ვერ გამოიღო.  დაკავების, დაშინების და ძალადობის მიუხედავად, რუსული კანონის მოწინააღმდეგეები დილიდან საკანმდებლო ორგანოსთან იმყოფებიან.

ოლიგარქის პარტია დღეს რეპრესიული კანონის დამტკიცებას მესამე  მოსმენით აპირებს, თუმცა მწვანე ღილაკზე თითის დასაჭერად სამსახურში მისვლა "ოცნების" დეპუტატებს დღესაც პოლიციის კორდონით მოუწევთ. საკანონმდებლო ორგანო ამ წუთებში შსს-ს თანამშრომლების ალყაშია. პოლიციამ ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეები ჭიჭინაძის ქუჩაზე გადაიყვანა.

ძალიან ცოტანი ვიყავით. ძირითადად, გოგოები, ახალგაზრდები. არ ვიცი რისი ეშინოდათ და ამხელა მობილიზება რისთვის იყო საჭირო, არანაირ საფრთხეს არ წარმოვადგენდით. მშვიდობიანად ვიდექით პარლამენტისგან მოშორებით, მაგრამ როგორც ჩანს, მათთვის ეს შეძახილებიც კი დისკომფორტს ქმნის, ამიტომ გადაწყვიტეს, რომ გავერიდებინეთ ტერიტორიიდან. 

დგომის მიზეზს რაც შეეხება, მოთხოვნა უცვლელია: არა რუსულ კანონს და დროა, გაიწვიონ ეს კანონი და დაემორჩილონ ამ მოთხოვნას, მაგრამ მოთხოვნები გაიზრდა. დაიწყო ხალხზე ძალადობა, მუქარები, ამიტომ დროა, ყველა საქმეზე დაიწყოს გამოძიება. მე, როგორც საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტი, მოვითხოვ, ჩემს ლექტორზე, გია ჯაფარიძეზე მიყენებული ძალადობის გამო, ჩასაფრების გამო, მუქარების გამო დაიწყოს გამოძიება, დაისაჯოს ყველა დამნაშავე, - ამბობს აქციის მონაწილე. 
 

ახალგაზრდები პირდაპირ ამბობენ, რომ დანებებას არ აპირებენ და ბრძოლას ბოლომდე აანონსებენ.  

შეგახსენებთ, რომ პლენარული სხდომა პარლამენტში დღეს 12:00 საათძეა ჩანიშნული.