აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი მთავრობის კანცელარიაშია - ჯიმ ო’ბრაიანი კობახიძეს ხვდება
პრეზიდენტ ბაიდენის გუნდის მაღალჩინოსანი მთავრობის კანცელარიაშია - ჯიმ ო’ბრაიანი ახლა ირაკლი კობახიძეს ხვდება. შეხვედრას ესწრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილიც.
სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანს მედიასთან კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ის შემაჯამებლ განცხადებას დღის ბოლოს გააკეთებს.
ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მთავარი სტატეგირული პარტნიორის მაღალი რანგის თანმდებობის პირთან შეხვდრაზე უარი თქვა, არადა ო ბარიანი საგანგებო მისიით თბილისში სწორედ რუსულ კანონზე სალაპარაკოდ ჩამოვიდა.
ირაკლი კობახიძეს არ დაუმალავს, რომ ივანიშვილმა უარი შეხვდარზე მისი პირადი ინტერესების გამო თქვა, რადგან შვეიცარულ ბანკთან შექმნილ პრობლემებს ოლიგარქი დასვალეთს აბრალებს და ვიდრე მისი ორი მილირდის ბედი არ გადაწყდება ამ რეჟიში დარჩება.
ჯიმ ო’ბრაიანს შეხვედრები ექნება, როგორც ოპოზიციას, ისე კერძო სექტორთან, ბიზნესის წარმოამდგენლებთან, დღის ბოლოს კი საქართველოს პრეზიდენტთან.
საბოლოო ჯამში კი განცხადებას მედიისთვის ჯიმ ო’ბრაიანი 9-ის ნახევარზე გააკეთებს.