"ოცნების“ დეპუტატები პარლამენტში საპოლიციო ძალების დახმარებით შედიან
„ქართული ოცნების“ დეპუტატები პარლამენტში საპოლიციო ძალების დახმარებით შედიან, სადაც ასევე სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანაქანებია მობილიზებული.
სესია, სადაც "ქართულმა ოცნებამ" რუსულ კანონს მხარი უნდა დაუჭიროს, რამდენიმე წუთში იწყება. შენობაში "ოცნების" დეპუტატების ნაწილი უკვე იმყოფება. სხდომა პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნება, შემდეგ კი სესიაზე რუსული კანონი გავა. პარალელურად გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები მთელს საკონმდებლო ორგანში, ხალხის პროტესტით შეშინებული ოლიაგარწის პარტია პარლამენტში გადაადგილებას მედიასაც უზღუდავს.