დილა მშვიდობისა თბილისო, ევროპის ნამდვილო დედაქალაქო - როთი "ოცნებას" მოუწოდებს, რუსული კანონის მიღება შეაჩეროს
დილა მშვიდობისა თბილისო, ევროპის ნამდვილო დედაქალაქო -გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი "ოცნებას" მოუწოდებს, რუსული კანონის მიღება შეაჩეროს.
"დილა მშვიდობისა თბილისო, ევროპის ნამდვილო დედაქალაქო.
ძვირფასო მთავრობა, ძვირფასო მმართველო პარტიავ საქართველოს პარლამენტში, შეაჩერეთ "უცხოელი აგენტების კანონი"!
იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქართული კოშმარი დღეს საქართველოს პარლამენტში "უცხოელი აგენტების შესახებ კანონს მიიღებს, ქართველი ხალხი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე არ შეჩერდება," - წერს როთი X-ზე.
შეგახსენებთ, რომ მიხაილ როთი, ევროკავშირის დელეგაციასთან ერთად, თბილისში იმყოფება.