"ერთობლივი გადაწყვეტილებაა და აუცილებლად დავუჭერ მხარს" - ირმა ზავრადაშვილი რუსულ კანონზე
ერთობლივი გადაწყვეტილებაა და აუცილებლად დავუჭერ მხარს, - ასეთი პასუხი აქვს "ოცნების" დეპუტატს რირმა ზავრადაშვილს კითხვაზე, დაუჭერს თუ არა დღეს მესამე მოსმენით რუსულ კანონს მხარს. ამასთან, სახელისუფლებო გუნდის წევრი არ პასუხობს კითხვას, იღებს თუ არა კანონის მიღების შემდეგ შედეგებზე პასუხისმგებლობას.
ამ გუნდის გადაწყვეტილებაა, ერთობლივი გადაწყვეტილებაა და აუცილებლად დავუჭერ მხარს, - ამბობს ზავრადაშვილი.
"ქართული ოცნება" რუსული კანონის მესამე მოსმენით დასამტკიცებლად ემზადება. მასშტაბური პროტესტების ფონზე სახელისუფლებო გუნდი უკან მაინც არ იხევს. პლენარული სხდომა დღეს 12:00 საათზე ჩანიშნული.
პარალელურად, პროტესტისთვის ემზადება სამოქალაქო საზოგადოებაც. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სპეცრაზმიც.