ბათუმში სკოლის მოსწავლეების ნაწილი გაიფიცა - ახალგაზრდები მსვლელობას აწყობენ

14.05.24 11:51
ბათუმში სკოლის მოსწავლეების ნაწილი გაიფიცა - ახალგაზრდები მსვლელობას აწყობენ

უნივრესიეტების შემდეგ რუსული კანონის  წინააღმდეგ საჯარო სკოლებშიც პროტესტმა იფეთქა. რეპრესიულ კანონს და ოლიგარქის პარტიის რუსულ პოლიტიკას ეწინააღმდეგება აჭარის მოსწავლეთა თვითმმართველობაც. აქცია უკვე დაწყებულია. ბათუმის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები და მშობლები საკლასო ოთახების ნაცვლად ახლა აქციაზე დგანან და მსვლელობას მართავენ. 

ჩვენ, ახალგაზრდები გამოვედით, რათა გავაპროტესტოთ რუსული კანონი და ჩვენს რუსულ ხელისუფლებას ვუთხრათ, არა რუსულ კანონს და ჩვენი მასწავლებლები დ დირექტორიც არის ამ კანონის წინააღმდეგი არ არიან და ჩვენ გვიშლიან აქ გამოსვლას და ჩვენ გამოვედით ჩვენი ნებით, რადგან ჩენი მომავალი არის ევროპაში და ჩვენ გვინდა გავაგნოთ თბილისში ჩვენს მეგობრებს და რუსულ ხელისუფლებას, რომ საქართველოში არ იქნება არც რუსეთი, არც რუსული კანონი!, - ამბობენ ახალგაზრდები.