პარლამენტში სესია გაიხსნა - ანა ნაცვლიშვილი სხდომათა დარბაზში აირწინაღით მივიდა

14.05.24 12:14
პარლამენტში სესია გაიხსნა - ანა ნაცვლიშვილი სხდომათა დარბაზში აირწინაღით მივიდა

„ოცნების“ დეპუტატები პარლამენტში იმყოფებიან. სხდომა ცოტა ხნის წინ გაიხსნა. მმართველი პარტია საკანონმდებლო ორგანოში სრული შემადგენლობით ესწრება. სხდომათ დარბაზში იმყოფებიან ხესისუფლების ოპონენტებიც.

„ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი პარლამენტში სიმბოლურად აირწინაღით და საქართველოს და ევროკავშირის დროშებით მივიდა. 

"ქართული ოცნება" რუსული კანონის მესამე მოსმენით დასამტკიცებლად ემზადება. მასშტაბური პროტესტების ფონზე სახელისუფლებო გუნდი უკან მაინც არ იხევს. პროტესტია პარლამენტის გარეთაც.