ქალბატონო თინა, ნუ დაკარგავთ სახეს - დაპირისპირება ბუროს სხდომაზე

14.05.24 12:10
ქალბატონო თინა, ნუ დაკარგავთ სახეს - დაპირისპირება ბუროს სხდომაზე

ქალბატონო თინა, ნუ დაკარგავთ სახეს - სიტყვიერი დაპირისპირება შალვა პაპუაშვილსა და თინა ბოკუჩავას შორის.

რამდენიმე წუთის წინ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" დღევანდელ სხდომაზე მოთხოვნილი აქვს თავისუფალი ტრიბუნის გამოყენება, რაც გულისხმობს, რომ ამ პარტიის წარმომადგენლებს ექნება 15 წუთიანი გამოსვლის საშუალება, თუმცა პაპუაშვილის თქმით, ეს მოხდება მას შემდეგ, რაც დღის წესრიგის გათვალისწინებული საკითხის განხილვა დასრულდება, რომლის შემდეგაც კამათი დაიწყო.

თინა ბოკუჩავა ითხოვს, რომ კანონპროექტების განხილვის შემდეგ, ვიდრე კენჭისყრის პროცესი დაიწყება, სწორედ მაშინ ჰქონდეს ენმ-ს თავისუფალი ტრიბუნა.

სწორედ ამ პროიცედურასთან დაკავშირებით იყო კამათი, რის შემდეგაც პაპუაშვილმა ბოკუჩავას მიკროფონი გაუთიშა და დარბაზიდან გაძევებით დაემუქრა.