თალაკვაძე ამტკიცებს, რომ ენმ ხელისუფლებაში დაბრუნებას დესტაბილიზაციით და არჩევნების გვერდის ავლით ცდილობს

14.05.24 12:31
თალაკვაძე ამტკიცებს, რომ ენმ ხელისუფლებაში დაბრუნებას დესტაბილიზაციით და არჩევნების გვერდის ავლით ცდილობს

არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლა ისევ რუსული კანონის მიღების აუცილებლობაზე საუბრით დაიწყო. მმართელი გუნდის წევრის მტკიცებით, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, ვინ იღებს მონაწილეობას ქვეყნის საჯარო პოლიტიკაში და ასევე ვინ აფინანსებს მათ.

უკვე ყველასთვის ცხადია, რომ დემოკრატიული სისტემები, არჩევნები მთელ მსოფლიოში სულ უფრო მეტად ხდება გარე ჩარევის სამიზნე. ბოლო კვლევებით, ევროკავშირის 10 მოქალაქიდან 8 თვლის, რომ უცხოური ზეგავლენა მისი ქვეყნის პრობლემას წარმოადგენს. გარე ჩარევის საფრთხეები ერთი ორად მაღალია საქართველოსთვის, იმიტომ, რო ჩვენი ქვეყანა რთულ გეოპოლიტიკაში. მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ სრული ინფორმაცია თუ ვინ მონაწილეობს მისი ქვეყნის საჯარო პოლიტიკაში, იმ მონაწილეობს იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში და ვინ ახდენს გავლენას იმ გადაწყვეტილებზე, რომელიც თითოეულს და მთელ საზოგადოებას ეხება, ვინ არიან ეს აქტორები და ვისგან ფინანსდებიან, - თქვა თალაკვაძემ. 

არჩილ თალაკვაძე თავს ისევ "ნაციონალურ მოძღაობას" დაესხა. მისი მტკიცებით, "რადიკალურ" ოპოზიციას ქვეყნის სათავეში მოსვლა დესტაბილიზაციით და დემოკრატიული არჩევნების გვერდის ავლით სურს.

ენმ-ს დღემდე ვერ წარმოუდგენია ხელისუფლებაში ყოფნის გარეშე თანაცხოვრება ჩვენს თანამოქალაქეებთან. ძალაუფლების პირობებში კი როგორ იქცევიან, საქართველომ ეს ერთხელ უკვე ნახა და ეს არასდროს განმეორდება. კოლექტიურ ენმ-ს დემოკრატიულ არჩევნებში შედეგის მიღების იმედი არ აქვს, სწორედ ამიტომ ცდილობს ხელისუფლებაში დაბრუნებას არჩევნების გვერდის ავლით, დესტაბილიზაციით და პოლიტიკური სისტემისთვის ძირის გამოთხრით. ეს არ გაგივათ!, - თქვა თალაკვაძემ.  
 

პარლამენტში სესია დაიწყო. "ქართული ოცნება" რუსული კანონის მისაღებად ემზადება. პარალელურად, პარლამენტის გარეთ პროტესტია. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.