გინდათ ნახოთ ნამდვილი საქართველო? გამოდით რობოკოპების გარეშე თბილისის ქუჩებში - ბოკუჩავა "ოცნებას"

14.05.24 12:43
გინდათ ნახოთ ნამდვილი საქართველო? გამოდით რობოკოპების გარეშე თბილისის ქუჩებში - ბოკუჩავა "ოცნებას"

 გინდათ ნახოთ ნამდვილი საქართველო? გამოდით რობოკოპების გარეშე თბილისის ქუჩებში, გამოდით პარლამენტის გარეთ ისე, რომ არ დაიმალოთ!, - ამ სიტყვებით მიმართა ენმ-ს წევრმა თინა ბოკუჩავამ "ოცნების" დეპუტატებს. ოპოზიციის წევრის თქმით, ახალგაზრდები, რომლებიც ქვეყნის ევროპულ მომავალს იცავენ, ხელისუფლებამ ვერ დააშინა და მხოლოდ მათი კონსოლიდაცია მოახდინა. 

"საქართველო არც ივანიშვილის და არც კობახიძესია, საქართელო იმ ახალგაზრდებისაა, რომლებიც ქვეყნის ევროპულ მომავალს ქუჩაში იცავენ,"- უთხრა ბოკუჩავამ მმართელი პარტიის წევრებს. 

ქართველმა ხალხმა გაჩვენათ მხდალ 83 მოღალატეს, რომ ვერ გააჩუმებთ და ვერ შეაშინებთ. ერთს სცემთ? ასი გამოვა! 10 დაიჭერთ? 1000 გამოვა, 1000 დამუქრებით? 100 ათასი გამოვა თბილისის ქუჩებში. პირიქით, თქვენმა სახელმწიფო ტერორმა მოიტანა მათი კონსოლიდაცია, მეტი ერთობა და მეტი რწმენა გამარჯვების. გინდათ ნახოთ ნამდვილი საქართველო? გამოდით რობოკოპების გარეშე თბილისის ქუჩებში, გამოდით პარლამენტის გარეთ ისე, რომ არ დაიმალოთ! საქართველო რუსი ოლიგარქი ივანიშვილის არ არის, არც კობახიძის არის, არც ოხანაშვილის, არც მდინარაძის, არც პაპუაშვილის, არც რუსეთის, საქართველო იმ ახალგაზრდების არის, რომლებიც ქვეყნის ევროპულ მომავალს იცავენ თბილისის ქუჩებში, - უთხრა „ოცნების“ დეპუტატებს თინა ბოკუჩავამ.