დაპირისპირება პარლამენტში - რიმა ბერაძე გიორგი ვაშაძეს თავში პლანშეტის ჩარტყმით ემუქრებოდა
ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში - საკანონმდებლო ორგანოში, სადაც რუსულ კანონს მესამე მოსმენით განიხილავენ, "ოცნების" დეპუტატი რიმა ბერაძე "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს გიორგი ვაშაძეს. თავში პლანშეტის ჩარტყმით ემუქრებოდა.
თავდაპირველად ერთმანეთს დიმიტრი სამხარაძე და ლევან ხაბეიშვილი დაუპირისპირდნენ. "ოცნების" დეპუტატმა ენმ-ს ლიდერს აგინა და ოპონენტის მისამართით ბოთლი ისროლა. ოპონენტებს დეპუტატები აშველებენ.
ნინო წილოსანმა და რიმა ბერიძემ დარბაზიდან ოპოზიციის გაძევება მოითხოვეს, თუმცა კონკრეტულად ვისზე იყო საუბარი, ჯერჯერობით უცნობია.