"ალქაჯი!" - ნინო წილოსანმა სხდომათა დარბაზიდან თინა ბოკუჩავას გაძევება მოითხოვა

14.05.24 13:09
"ალქაჯი!" - ნინო წილოსანმა სხდომათა დარბაზიდან თინა ბოკუჩავას გაძევება მოითხოვა

"ოცნების" დეპუტატმა ნინო წილოსანმა პარლამენტის თავმდჯომარეს თინა ბოკუჩავს დარბაზიდან გაძევება მოსთხოვა. სახელისუფლებო გუნდის წევრი ამტკიცებდა, რომ ბოკუჩავამ მარიამ ლაშხი თმით ითრია და სახეში გაარტყა.  

თინა ბოკუჩავამ, როგორც თავისი მოძალადე პარტიის ნათელი მაგალითი, მარიამ ლაშხზე განახორციელა ფიზიკური ძალადობა ანუ თმებით... სახეში დაარტყა და თმებზე ქაჯა ამ ალქაჯმა. მოვითხოვ, რომ ამ მოძალადემ დატოვოს დარბაზი, - თქვა ნინო წილოსანმა.