ვის იცავთ? იცავთ რუსულ რეჟიმს! - ანი წითლიძე სპეცრაზმელებს
თქვენ ხართ ლეგიტიმაცია დაკარგული ხელისუფლება, თქვენ ხართ რეჟიმი, რომლებიც თვალში დამიზნებით ესვრით ახალგაზრდებს და თვალებს თხრით, თქვენ ხართ ხელისუფლება , რომელმაც თმებით ათრიეთ ქალი, თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელიც ბავშვებს ურეკავს, აშინებთ და აგინებთ! თქვენ ხართ რეჟიმი რომელიც სახლში უვარდებით ოპოზიციის ლიდერებს და სცემთ ახალგაზრდებს! დღეს არა რუსულ კანონს = არა რუსულ რეჟიმს!“ - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანა წითლიძემ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პირველ რიგში მინდა ჩემი მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვუცხადო ყველა იმ ადამიანს, ვისაც ამ დღეების განმავლობაში სახლში მიუვარდნენ რეჟიმის დავალებით და სცემეს, მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ყველა დაკავებულს, რომელიც რეჟიმმა დააკავა თავისუფლებისთვის ბრძოლაში, მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ყველა იმ ახალგაზრდას, ვისაც რობოკოპები აი ამ მშიშარების გამო, თავში ურტყამენ ხელკეტებს და მინდა ვუთხრა პატივია, ყველა მოქნეული ხელი რეჟიმის მხრიდან საქართველოს თავისუფლებისთვის და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში!
თქვენ, რომ ყრუები და ბრმები არ იყოთ უნდა გესმოდეთ გარეთ ასი ათასობით საქართველოს მოქალაქის ხმა, თქვენ რომ ივანიშვილის მონები არ იყოთ როდის გინახავთ ამდენი გამოსული სტუდენტი ქუჩაში?! როდის გინახავთ ამდენი გამოსული სკოლის მოსწავლე ქუჩაში, როდის გინახავთ ამდენი პროფესორ-მასწავლებელი ქუჩაში?! როდის გინახავთ ასეთი ერთიანი, ასეთი შეკრული საქართველო , საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში!
დღეს არა რუსულ კანონს = არა რუსულ რეჟიმს! თქვენ ხართ ლეგიტიმაცია დაკარგული ხელისუფლება, თქვენ ხართ რეჟიმი, რომლებიც თვალში დამიზნებით ესვრით ახალგაზრდებს და თვალებს თხრით, თქვენ ხართ ხელისუფლება , რომელმაც თმებით ათრიეთ ქალი და რომელ ქართველობაზე უნდა გველაპარაკოთ თქვენ! თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელიც ბავშვებს ურეკავს, აშინებთ და აგინებთ! თქვენ ხართ რეჟიმი რომელიც სახლში უვარდებით ოპოზიციის ლიდერებს, სცემთ ახალგაზრდებს! თქვენი ქმედებები არის შეგნებული და თქვენი კონფორმიზმი იმდენად მძიმეა, რომ თვითგადარჩენის ინსტინქტი დაკარგული გაქვთ, ამიტომაც ხართ არაადეკვატურები. მაგრამ რაც არ უნდა ეცადოთ, როგორც არ უნდა ეცადოთ, რამდენი კობოკოპიც არ უნდა გამოიყვანოთ, საქართველოს მოქალაქეები არიან თავმოყვარეები და არ ეშინიათ! როდის უნდა ისწავლოთ, რომ რამდენჯერაც დაარბევთ იმდენი ასი ათასი გამოვა , იმიტომ რომ არ ეშინიათ! - თქვა წითლიძემ.
ანი წითლიძემ პარლამენტის სესიაზე სიტყვით სპეცრაზმელებს მიმართა და გააფრთხილა, რომ ახალგაზრდებზე ძალადობისთვის თითოეული მათგანის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. ოპოზიციის წევრმა რობოკოპებს უთხრა, რომ რუსული რეჟიმის სამსახურში ყოფნა სირცხვილია.
ახლა მინდა მივმართო იმ რობოკოპებს, რომლებიც აქ ბლომად არიან მათ შორის საქართველოს პარლამენტში, იმ რობოკოპებს რომლებიც ბლომად არიან ახლა თბილისის ქუჩებში - ვის იცავთ? იცავთ რუსულ რეჟიმს, იცავთ ამ მშიშარა ადამიანებს, რომლებიც პარლამენტიდან სახლამდე ვერ მისულან და ეს რეჟიმი გაიძულებთ თქვენ საქართველოს მოქალაქეები სცემოთ და ხელკეტებით გაუსწორდეთ! უნდა იცოდეთ, რომ აუცილებლად ყველა თქვენს ქმედებაზე დადგება პასუხისმგებლობა, რადგან ამ ახალგაზრდებზე მოქნეული ხელი არ შერჩება არავის! ეს ახალგაზრდები გაიმარჯვებენ, გაიმარჯვებენ მარო მაყაშვილის სახელით, გაიმარჯვებენ ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელით, გაიმარჯვებენ მერაბ კოსტავას სახელით და ეს ქვეყანა აუცილებლად, აუცილებლად იქნება ევროკავშირის წევრი რუსული ოცნების გარეშე!“- განაცხადა ანა წითლიძემ