საქართველოს მთავრობამ ჩვენთან საუბარზე უარი გვითხრა - როთი

14.05.24 13:33
საქართველოს მთავრობამ ჩვენთან საუბარზე უარი გვითხრა - როთი

როთი სოციალურ ქსელში ნიკა სამხარაძესთან შეხვედრის კადრებს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობამ უარი თქვა ევროპელ პოლიტიკოსებთან შეხვედრაზე. ერთადერთი, ვინც მათ შეხვდა, ნიკა სამხარაძეა, თუმცა შეხვედრა არა პარლამენტში, არამედ "ქართული ოცნების" სათაო ოფისში შედგა.


ჩვენ აქ არ ვართ იმისთვის, რომ გასწავლოთ, აქ ვართ იმისთვის, რომ ერთმანეთს მოვუსმინოთ, - წერს როთი.