სანქციების ნამდვილად არ გვეშინია - თალაკვაძე
სანქციების ნამდვილად არ გვეშინია - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც საქართველოში ჯიმ ო’ბრაიანის ვიზიტს გამოეხმაურა.
თალაკვაძემ თქვა, რომ სანქციებს არ ელოდებიან, რადგან "მეგობრების წინააღმდეგ სანქციებს არ იყენებენ"
ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის, სუვერენიტეტის დაცვისთვის, ისეთი გადაწყვეტილებისთვის, რომელიც თავად აქვთ მიღებული დასავლურ დემოკრატიებს, ვინმეს სანქციებს თუ დაუწესებენ, ასეთი სანქციების ნამდვილად არ გვეშინია.
ჩვენი ქვეყნის ისტორიაში არის ძალიან ბევრი მაგალითი, როდესაც სანქციებს კი არა, ბევრად მეტს გაუძლეს ჩვენმა წინაპრებმა, რათა დღეს ჩვენი ქვეყანა ყოფილიყო თავისუფალი, დამოუკიდებელი. ასე რომ, არ ველოდებით ამ სანქციებს, მეგობრების წინააღმდეგ სანქციებს არ იყენებენ, მაგრამ რადგან თქვენ მისვამთ ამ არამეგობრულ კითხვას, მაშინ ამისთვისაც მზად ვართ“, - განაცხადა თალაკვაძემ.
ჯიმ ო’ბრაიანმა მთავრობის ადმინისტრაცია დატოვა - ირაკლი კობახიძესთან 2 საათიანი შეხვედრა დასრულებულია.
სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანს მედიასთან კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ის შემაჯამებლ განცხადებას დღის ბოლოს 9-ის ნახევარზე გააკეთებს.
ჯიმ ო’ბრაიანს შეხვედრები ექნება, როგორც ოპოზიციასთან, ისე კერძო სექტორთან, ბიზნესის წარმოამდგენლებთან, დღის ბოლოს კი საქართველოს პრეზიდენტთან.
ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მთავარი სტატეგირული პარტნიორის მაღალი რანგის თანმდებობის პირთან შეხვდრაზე უარი თქვა, არადა ო ბარიანი საგანგებო მისიით თბილისში სწორედ რუსულ კანონზე სალაპარაკოდ ჩამოვიდა.
ირაკლი კობახიძეს არ დაუმალავს, რომ ივანიშვილმა უარი შეხვდარზე მისი პირადი ინტერესების გამო თქვა, რადგან შვეიცარულ ბანკთან შექმნილ პრობლემებს ოლიგარქი დასვალეთს აბრალებს და ვიდრე მისი ორი მილირდის ბედი არ გადაწყდება ამ რეჟიში დარჩება.