ნანა ტოხვაძე - გაფიცული სტუდენტების და მათი პროფესორების ქმედება ყველაზე ღირებულია ამ გარდამტეხ მომენტში
გაფიცული სტუდენტების და მათი პროფესორ-მასწავლებლების ეს ქმედება ყველაზე ღირებულია ამ გარდამტეხ მომენტში, რადგან იცავენ მთავარს- საქართველოს დამოუკიდებლობას, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელმა ნანა ტოხვაძემ განაცხადა.
ტოხვაძის თქმით, საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რათა ხვალ ახალგაზრდების განათლებას, დიპლომს და პროფესიონალიზმს ჰქონდეს ფასი თავისუფალ სამყაროში.
არა მოძრაობა, არამედ ქმედება გაგვიყვანს შედეგზე. მგონი არ დარჩა უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც არ შეუერთდა პროტესტს და სტუდენტურ გაფიცვას.ნუ აგვერევა ერთმანეთში მოძრაობა და ქმედება. გაფიცული სტუდენტების და მათი პროფესორ-მასწავლებლების ეს ქმედება ყველაზე ღირებულია ამ გარდამტეხ მომენტში, რადგან იცავენ მთავარს-საქართველოს დამოუკიდებლობას და თანასწორი წევრობის შანსს ევროკავშირში.
მოძალადე ხელისუფლებასთან ამ ღირებულებით ბრძოლაში სწორედ ისინი გაგვიყვანენ საოცნებო ფინალში.
ჩვენ გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რათა ხვალ მათ განათლებას,დიპლომს და პროფესიონალიზმს ჰქონდეს ფასი თავისუფალ სამყაროში, - განაცხადა ნანა ტოხვაძემ.