იმედგაცრუებული ვარ იმით, რაც საქართველოში ხდება - მიშელი

14.05.24 14:41
იმედგაცრუებული ვარ იმით, რაც საქართველოში ხდება - მიშელი

იმედგაცრუებული ვარ იმით, რაც საქართველოში ხდება - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელ კოპენჰაგენში დემოკრატიის სამიტზე განაცხადა.

მიშელი ამბობს, რომ საქართველოს ოფიციალურ პირების დასარწმუნებლად ბევრი მუშაობა გასწიეს, თუმცა ამ კანონმდებლობის მიღების მცდელობას მაინც აქვს ადგილი. ვნახოთ, რას იზამს პრეზიდენტი - ამბობს მიშელი.

მინდა გულწრფელი ვიყო, მე პირადად იმედგაცრუებული ვარ იმით, რაც საქართველოში ხდება. რატომ? იმიტომ, რომ მქონდა შესაძლებლობა მეთამაშა როლი და დავხმარებოდი პოლიტიკური სისტემის განბლოკვაში, ეს ერთი.

მეორე, რამდენიმე თვის წინ, ევროპულ საბჭოში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უმრავლესობა არ იყო, მაგრამ რამდენიმე ევროპელი ლიდერი დარწმუნდა, რომ ბევრი მიზეზის გამო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება სწორი გადაწყვეტილება იყო.

ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ, მათ შორის საქართველოს ოფიციალურ პირებთან ერთად, რომ დაგვერწმუნებინა რამდენიმე რეფორმის გატარებაში, რომლებიც აბსოლუტურად საჭირო იყო. და რამდენიმე კვირაში თვალს ვადევნებთ ამ კანონმდებლობის მიღების მცდელობებს. ვნახოთ, რას იზამს პრეზიდენტი, მან თქვა რომ ვეტოს უფლება აქვს.

ასევე, თვალს ვადევნებთ რიტორიკას, რომელიც არ არის პოზიტიური რიტორიკა, ასე ვიტყოდი. კონტაქტში ვართ საქართველოს ხელისუფლებასთან. იმედი მაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება ნათელს მოჰფენს თავის განზრახვებს, მაგრამ თუ მათ ევროკავშირის წევრობა სურთ, პატივი უნდა სცენ კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს– ამბობს შარლ მიშელი.