პარლამენტში ისევ დაპირისპირებაა - საკანონმდებლო ორგანოში დედის გინება და გაწევ-გამოწევა გრძელდება (ვიდეო)
პარლამენტში დედის გინება და გაწევ-გამოწევა გრძელდება - "ქართული ოცნების" წევრები ოპოზიციისკენ ფიზიკურად იწევენ, ისვრიან სხვადასხვა ნივთებსა და ფურცლებს. დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როცა სიტყვით პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, ბექა ლილუაშვილი გამოდიოდა.
უმრავლესობის წევრები პარლამენტის სასესიო დარბაზში ლილუაშვილთან მაშინ მივიდნენ, როდესაც ის სიტყვით გამოდიოდა და მმართველი ძალის წარმომადგენლებს აქციების მიმდინარეობისას დაშინებისა და ძალადობის ფაქტებზე ესაუბრებოდა. ამ დროს მას ზაალ დუგლაძე მიუახლოვდა, მიიჭრა ანრი ოხანაშვილი და ლილუაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ამჯერად აქტიურობს დაჩი ბერაია. სიტყვიერი დაპირისპირება იყო ირაკლი შატაკიშვილსა და ხატია დეკანოიძეს შორის.
რამდენიმე წუთის წინ, დიტო ხუნდაძემ ტარიელ ნაკაიძეს ფურცლები შეაყარა. რუსული კანონის მხარდამჭერებს არ მოსწონთ, როცა მათ სერგო ორჯონიკიძეებს ეძახიან.