ძალიან დიდი ფასის გადახდა მოუწევს არა მხოლოდ „ოცნებას“, არამედ ვანიშვილსაც - სოფო ჯაფარიძე

14.05.24 14:59
ძალიან დიდი ფასის გადახდა მოუწევს არა მხოლოდ „ოცნებას“, არამედ ვანიშვილსაც - სოფო ჯაფარიძე

ძალიან დიდი ფასის გადახდა მოუწევს არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, არამედ ბიძინა ივანიშვილს, - ამის შესახებ  ენმ-ს წევრი და მიხეილ სააკაშვილის  პირადი წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე საუბრობს, რომელიც ამ წუთებში პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე იმყოფება. ოპოზიციის წევრის თქმით, ხელისუფლების ქმდებებმა მოქალაქეების უპრეცედენტო პროტესტი გამოიწვია, რომელიც აუცილებლად ახალგაზრდების გამარჯვებით დასრულდება. 


ძალიან დიდი ფასის გადახდა მოუწევს არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილს იმ ყველაფრისთვის, რასაც უკეთებს ქართველ ხალხს. ვხედავთ, რომ სრული განუკითხაობაა შიგნითაც და გარეთაც. სრულიად თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საკონსტიტუციო გადატრიალებაა ის, რასაც  დღეს „ქართული ოცნება“ აკეთებს და შესაბამისად, კიდევ ერთხელ მინდა მათ ვუთხრა, ხედავთ, ყოველდღიურად კიდევ და კიდევ მეტი ადამიანი გამოდის გარეთ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა მსგავსი პრეცედენტი, როდესაც საქართველოს მასშტაბით უნივერსიტეტების  აუდიტორიებია დაცლილი. ეს არაჩვეულებრივი ბავშვები, სტუდენტები, ლექტორები არიან გარეთ გამოსულები და იბრძვიან ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ამ ერთობით!, - თქვა სოფო ჯაფარიძემ. 
 

მსგავსი სიახლეები