ისტორია შეგაფასებს "მოღალატედ" - ანა ბუჩუკური გრეტა წიწავას

14.05.24 15:08
ისტორია შეგაფასებს "მოღალატედ" - ანა ბუჩუკური გრეტა წიწავას

ისტორია შეგაფასებს "მოღალატედ", - ამ სიტყვებით უპასუხა დღეს "საქართელოსთვის" წევრმა ანა ბუჩუკურმა "ქართული ოცნების" დეპუტატის, გრეტა წიწავას თავდასხმას. სახელისუფლებო გუნდის წევრი ოპოზიციის იმ განცხადებამ გააღიზიანა, სადაც ბუჩუკურმა ხელისუფლება ახალგაზრდებზე ძალადობაში დაადანაშაულა.

"მოღალატე!" - ისროლა რეპლიკა წიწავამ, რასაც გახარიას გუნდის წევრმა უპასუხა. 

დამშვიდდი, გრეტა და მაგ სიტყვას, „მოღალატეს“ შენს ადგილას ასე თამამად ვერ გამოვიყენებდი. უსტორია შეგაფასებს ასე, - უთხრა ბუჩუკურმა გრეტა წიწავას.  

მსგავსი სიახლეები