ჯიმ ო’ბრაიანი არასამთავრობოებს ხვდება - რა მოლოდინები აქვს მესამე სექტორს
ირაკლი კობახიძის შეხვედრა ჯიმ ო’ბრაიანთან დასრულდა. ამ წუთებში ამერიკელ მაღალჩინოსანთან სასაუბროდ არასამთავრობოები მივიდნენ.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ამბობს, რომ საუბრის განსახილველი თემა საქართველოშ მიმდინარე მოვლენები და რუსული კანონია.
ჩვენ ვისაუბრებთ იმ მიმდინარე მოვლენებზე, რაც ხდება საქართველოში. ჩვენ ვხედავთ, რომ თითქმის ერთი თვეა მიმდინარეობს მშვიდობიანი აქციები და ამ მშვიდობიან აქციებს არბევენ ხელისუფლების წარმომადგენლები პოლიციელები ასრულებენ უკანონო დავალებებს. გვახსოვს სენატიდან ოფიციალური განცხადება, სადაც ისინი საუბრობენ, რომ ყველა იმ პირის პასუხისმგებლობა დადგება, ვინც ხელს უშლის საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და აცილებს ჩვენს ქვეყანას ევროკავშირს. ამაზე თვითონ ისინი საუბრობენ. ეს არის დამაფიქრებელი განცხადება ყველა იმ ადამიანისთის, რომელიც ახლა ზის პარლამენტში და აპირებს ხმა მისცეს ამ კანონს, მე მგონია, რომ ეს სიტყვები სიტყვებად არ დარჩება", - ამბობს ეკა გიგაური.
ივანიშივილის რეჟიმის პრემიერი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ორი საათის განმავლობაში ელაპარაკებოდა. ეს არ ყოფილა პირისპირ შეხვედრა, ამერიკულ მხარეს ოთხ კაციანი დელეგაცია წარმოადგენდა, კობახიძე კი მოლაპრაკებზე საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად იჯდა. რა უთხრა კობახიძეს, ამას მხოლოდ საღამოს გავიგებთ, ამ დროს იქნება ო’ბრაიანის კომენტარიც ჟურნალისტებითვის,