თქვენ არათუ ევროპასა და ამერიკაში, არამედ უბნის მაღაზიაშიც არ შეგიშვებენ - რომან გოცირიძე "ოცნებას"
თქვენ არათუ ევროპასა და ამერიკაში, არამედ უბნის მაღაზიაშიც არ შეგიშვებენ , - ამ სიტყვებით მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ პარლამენტის სხდომათა დარბაზში სახელისუფლებო პარტიას. ოპოზიციის წევრმა "ოცნებას" მოსამართლეების და ფარცხალაძის დასანქცირება გაახსენა და უთხრა, რომ არც ახლანდელი მათი ქმედებები გაუვათ.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებები ორი კვირის წინ გაკეთებული, ეს არის, ფაქტობრივად, კონსტიტუციის ღალატი, დასავლური კურსის უარყოფა და ღია განცხადება რუსეთთან პოლიტიკური ალიანსის შესახებ. არ ელოდეთ თქვენ, თქვენი მოღალატე ფარცხალაძე, თქვენი პრკურორი, რუსეთის აგენტი თუ დასანქცირდებოდა, არ ელოდით არც მოსამართლეების დასანქცირებას და თქვენ გგონია, რომ გაგივათ ახლა ის, რასაც სჩადიხართ. თქვენ არათუ ევროპასა და ამერიკაში არ შეგიშვებენ, უბნის მაღაზიაში არ შეგიშვებენ, -უთხრა გოცირიძემ „ოცნებას“.