ივანიშვილს უნდა ეტკინოს საერთაშორისო დამოკიდებულებები, ესაა ფინანსური სანქციები, და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა - გვარამია

14.05.24 16:11
ივანიშვილს უნდა ეტკინოს საერთაშორისო დამოკიდებულებები, ესაა ფინანსური სანქციები, და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა - გვარამია

ივანიშვილს უნდა ეტკინოს საერთაშორისო დამოკიდებულებები, ესაა ფინანსური სანქციები და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა - ამის შესახებ "ახალი" თანათავმჯდომარემ ნიკა გვარამიამ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯიმ ო'ბრაიენის ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

გვარამიას თქმით, ბიძინა ივანიშვილი დემოკრატიული სამყაროს მტერი და ჩვენი ქვეყნის მოღალატეა, ამიტომ მის ირგვლის საერთაშორისო პარტნიორები მხოლოდ განცხადებებით არ უნდა შემოიფარგლონ.

ეს არის კაცი, რომელიც სანქციებზე მუშაობდა. დღეს ის უფრო მაღალ თანამდებობაზეა, თუმცა შემთხვევითი არ არის, რომ ის ადამიანი ჩამოდის, რომელიც სანქციებზე მუშაობდა. ის, რომ ჯიმ ო ბრაიანს ბიძნა ივანიშვილი არ ხვდება, ეს მხოლოდ ივანიშვილის პრობლემაა.

ბიძინა ივანიშვილი არის დემოკრატიული სამყაროს მტერი პირდაპირი მნიშვნელობით და ჩვენი ქვეყნის მოღალატე, ამიტომ ჩემთვის მნიშვნელოვანია ის გამოვიდეს კომფორტ ზონიდან, მას უნდა ეტკინოს, ეტკინოს საერთაშორისო დამოკიდებულებები და ეს დამოკიდებულებები არ უნდა შემოიფარგლოს პოლიტიკური განცხადებებით. მისი კომფორტ ზონა პოლიტიკური განცხადებებით ვერ დაირღვევა . ეს არის ფინანსური სანქციები, ეს არის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა მისთვის და მისი ოჯახის წევრებისთვის, მაგრამ არამხოლოდ ბიძინა ივანიშვილისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვინც ახლა პარლამენტში იღებენ საქართველოს დამაქცევარ კანონს და ასევე იმ სამართალდამცავებისთვის, რომლებიც არბევენ ქართველ ახალგაზრდობას სრულიად უკანონოდ და ბრუტალურად თბილისის ქუჩებში",-  ამბობს "ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია.

ირაკლი კობახიძის შეხვედრა ჯიმ ო’ბრაიანთან დასრულდა. ამ წუთებში ამერიკელ მაღალჩინოსანი არასამთავრობოებს  ხვდება.

ივანიშივილის რეჟიმის პრემიერი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ორი საათის განმავლობაში ელაპარაკებოდა. ეს არ ყოფილა პირისპირ შეხვედრა, ამერიკულ მხარეს ოთხ კაციანი დელეგაცია წარმოადგენდა, კობახიძე კი მოლაპრაკებზე საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად იჯდა. რა უთხრა კობახიძეს, ამას მხოლოდ საღამოს გავიგებთ, ამ დროს იქნება ო’ბრაიანის კომენტარიც ჟურნალისტებითვის,

მსგავსი სიახლეები