"ოცნების" დეპუტატები სპეცრაზმის დახმარებით ტოვებენ პარლამენტს

14.05.24 16:02
"ოცნების" დეპუტატები სპეცრაზმის დახმარებით ტოვებენ პარლამენტს

"ოცნების" დეპუტატები სპეცრაზმის დახმარებით ტოვებენ პარლამენტს. დეპუტატებმა შენობის დატოვება ზუსტად მას შემდეგ დაიწყეს, რაც რუსული კანონი ერთხმად დაამტკიცეს.

როგორც კი მხარი დაუჭირეს მმართველი პარტიის დეპუტატებმა კანონს, ამას სპეცრაზმის ეზოში სრული მობილიზაცია მოჰყვა და ასე დაიწყეს დეპუტატებმა შენობის ეზოდან გასვლა.

84 მომხრე - "ოცნებამ" გადაწტვეტილება მიიღო - რუსული კანონი დამტკიცებულია. გადაწყვეტილება მმართველმა პარტიამ აქციის ფონზე მიიღო. 

წინააღმდეგ ხმა 30 დეპუტატმა მისცა. ამით კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის პროცესი დასრულდა. 

რუსული კანონი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა. უკვე ცნობილია, რომ მას სალომე ზურაბიშვილი ვეტოს დაადებს. 

რა იცვლება რუსული კანონით:  "ოცნებამ" რუსული კანონი დაამტკიცა

მსგავსი სიახლეები