რუსული კანონის დამტკიცება "ოცნების" წევრებს უხერხულობას არ უქმნით

14.05.24 16:05
რუსული კანონის დამტკიცება "ოცნების" წევრებს უხერხულობას არ უქმნით

რუსული კანონის დამტკიცება მმართველ პარტიას უხერხულობას არ უქმნის. არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ კანონის მიღებით არც ქვეყნისთის უღალატიათ და არც გარუსებისთვის დაუჭერიათ მხარი.

"აბსურდია იმის თქმა, რომ სანქცირებას მოვაწერეთ ამით ხელი. ქვეყნისთვის ჩვენ არ გვიღალატია. ქვეყანას უღალატა მათ, ვინც მხარს არ უჭერს ჩვენი დემოკრატიის დაცვას უცხოური ჩარევისგან. არც გარუსებისთვის დაგვიჭერია მხარიი. მორჩით და მიბრძანდით"- ამბობს არჩილ თალაკვაძე.

84 მომხრე - "ოცნებამ" გადაწტვეტილება მიიღო - რუსული კანონი დამტკიცებულია. გადაწყვეტილება მმართველმა პარტიამ აქციის ფონზე მიიღო. 

წინააღმდეგ ხმა 30 დეპუტატმა მისცა. ამით კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის პროცესი დასრულდა. 

რუსული კანონი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა. უკვე ცნობილია, რომ მას სალომე ზურაბიშვილი ვეტოს დაადებს. 

 

მსგავსი სიახლეები