„არა რუსულ კანონს“ არის ჩვენი მოგონილი - ვოლსკი რუსული კანონის დამტკიცების შემდეგ

14.05.24 16:06
„არა რუსულ კანონს“ არის ჩვენი მოგონილი - ვოლსკი რუსული კანონის დამტკიცების შემდეგ

„არა რუსულ კანონს“ არის ჩვენი მოგონილი - ეს განცხადება გიორგი ვოლსკიმ რუსული კანონის დამტკიცების შემდეგ გააკეთა.

ვოლსკი პროპაგანდისტულ ხაზს აგრძელებს და ამბობს, რომ ხელისუფლება რუსულ საქმეს არ აკეთებს.

„არა რუსულ კანონს“ არის ჩვენი მოგონილი და ჩვენი მთავარი თემა არის, რომ არა რუსულ კანონს - 2012 წლიდან მოყოლებული არცერთხელ არცერთ გარემოებაში საქართველოს ხელისუფლებას არ გადაუდგამს ისეთი ნაბიჯი, რომელიც რუსეთის ინტერესებს ითვალისწინებს,“ - ამბობს ვოლსკი.

84 მომხრე - "ოცნებამ" გადაწტვეტილება მიიღო - რუსული კანონი დამტკიცებულია. გადაწყვეტილება მმართველმა პარტიამ აქციის ფონზე მიიღო. 

წინააღმდეგ ხმა 30 დეპუტატმა მისცა. ამით კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის პროცესი დასრულდა. 

რუსული კანონი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა. უკვე ცნობილია, რომ მას სალომე ზურაბიშვილი ვეტოს დაადებს. 

რა იცვლება რუსული კანონით:  "ოცნებამ" რუსული კანონი დაამტკიცა
 

მსგავსი სიახლეები