ეს გვარები ყველამ უნდა იცოდეს - თეონა აქუბარდიამ რუსული კანონის მომხრე დეპუტატების სია პარლამენტში გამოაკრა

14.05.24 16:11
ეს გვარები ყველამ უნდა იცოდეს - თეონა აქუბარდიამ რუსული კანონის მომხრე დეპუტატების სია პარლამენტში გამოაკრა

ეს გვარები ყველამ უნდა იცოდეს - თეონა აქუბარდიამ რუსული კანონის მომხრე დეპუტატების სია პარლამენტში, კედელზე გამოაკრა.

"ეს ადამიანები ამბობენ, რომ აბრუნებენ ქვეყანას რუსეთში"- ამბობს აქუბარდია. 

აქუბარდიას თქმით, ეს იმ დეპუტატების სიაა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს საქართველოს რუსულ ჭაობში დაბრუნებას, ნატო-სა და ევროკავშირზე უარის თქმას, საქართველოს დემოკრატიის დასამარებას და ავტორიტარული სახელმწიფოსკენ სვლას.

„ეს იმ დეპუტატების სიაა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს საქართველოს რუსულ ჭაობში დაბრუნებას, ნატო-სა და ევროკავშირზე უარის თქმას, საქართველოს დემოკრატიის დასამარებას და ავტორიტარული სახელმწიფოსკენ სვლას. ეს დეპუტატები არიან პასუხისმგებლები იმ ყველაფერზე, რაც ქვეყანაში ამ კანონის მიღების გამო ხდება, მათ შორის იმ ძალადობაზე, რომელიც ამ დღეებშიც მიმდინარეობს ხელისუფლების და მისი პოლიციის მიერ. ეს ზღვრები უნდა იცოდეს ყველამ. მესამედ და საბოლოოდ ეს გადაწყვეტილება იმის მაჩვენებელია, რომ ივანიშვილის მორჩილი ხელისუფლება ამ ქვეყნის კონსტიტუციიდან გასულია და მათ კონსტიტუციის გადატრიალება [მოახდინეს]“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

მსგავსი სიახლეები