აბა მოვიდეს და (მონა, მოღალატე) დამიძახოს! - თალაკვაძე მომიტინგეთა შეძახილებზე
არავის გვეშინია - ასე პასუხობს არჩილ თალაკვაძემ "პირველების" კითხვას, გრძნობს თუ არა ის უხერხულობას „რუსული კანონის“ მიღებით.
„ქვეყანას უღალატა მან, ვინც მხარს არ უჭერს ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებას, დემოკრატიის დაცვას უცხოური ჩარევისგან“ - თქვა თალაკვაძემ.
რუსუდან დუმბაძის კითხვაზე, უქმნის თუ არა უხერხულობას ფაქტი, რომ პარლამენტთან შეკრებილები მათ „მონებს და მოღალატეებს“ ეძახიან, თალაკვაძემ ასე უპასუხა: „აბა, მოვიდეს და დამიძახოს“.
84 მომხრე - "ოცნებამ" გადაწტვეტილება მიიღო - რუსული კანონი დამტკიცებულია. გადაწყვეტილება მმართველმა პარტიამ აქციის ფონზე მიიღო.
წინააღმდეგ ხმა 30 დეპუტატმა მისცა. ამით კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის პროცესი დასრულდა.