აუცილებელია, პროტესტი გადაიზარდოს ფართომასშტაბიან დაუმორჩილებლობაში, გაფიცვებში - დეკანოიძე

14.05.24 16:43
აუცილებელია, პროტესტი გადაიზარდოს ფართომასშტაბიან დაუმორჩილებლობაში, გაფიცვებში - დეკანოიძე

"არის აუცილებელი, რომ პროტესტი გადაიზარდოს ფართომასშტაბიან დაუმორჩილებლობაში, გაფიცვებში," - ამის შესახებ დეპუტატი ხატია დეკანოიძე საუბრობს.

"დღის ამბებთან" დეკანოიძე ამბობს, რომ რუსული კანონის დამტკიცების შემდეგ, ქვეყანაში პროტესტი არ უნდა შეწყდეს.

არის აუცილებელი, რომ პროტესტი გადაიზარდოს ფართომასშტაბიან დაუმორჩილებლობაში, გაფიცვებში, კერძო სექტორმაც მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს. 
ყველას უნდა ესმოდეს, რომ თუ ჩვენ ახლა ნამდვილად ვერ მოვერევით რეჟიმს, სათუოა, რომ რეჟიმმა არჩევნები დათმოს,“ - ამბობს ხატია დეკანოიძე.

 

მსგავსი სიახლეები