მეცოლა: თბილისო, ჩვენ გვესმის შენი! ჩვენ გხედავთ! ჩვენ ვდგავართ ქართველ ხალხთან ერთად

14.05.24 16:58
მეცოლა: თბილისო, ჩვენ გვესმის შენი! ჩვენ გხედავთ! ჩვენ ვდგავართ ქართველ ხალხთან ერთად

თბილისო, ჩვენ გვესმის შენი! ჩვენ გხედავთ! - ამ განცხადებას რუსული კანონის დამტკიცების შემდეგ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა სოციალურ ქსელში ავრცელებს

ევროპარლამენტის პრეზიდენტი წერს, რომ თბილისში გამოსული მოქალაქეები "ოცნებობენ ევროპაზე".

ჩვენ ვდგავართ ქართველ ხალხთან ერთად - ამბობს მეცოლა.

თბილისო, ჩვენ გვესმის შენი! ჩვენ გხედავთ!
 
ქუჩაში მყოფი ქართველები ოცნებობენ ევროპაზე.
 
ისინი ამაყად აფრიალებენ ევროპის დროშას.
 
მათ სურთ ევროპული მომავალი. ისინი ელიან ევროპულ ღირებულებებს და სტანდარტებს.
 
ჩვენ ვდგავართ ქართველ ხალხთან ერთად," - წერს რობერტა მეცოლა.

მსგავსი სიახლეები